მზე — მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავი. ის თითქმის იდეალურად სფერულია და შედგება ცხელი პლაზმისგან, რომელშიც ჩაქსოვილია მაგნიტური ველები.[12][13] მზის დიამეტრი დაახლოებით 1 392 684 კილომეტრია[5] — დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდი. მისი მასა (1.989×1030 კილოგრამი;დედამიწის მასას დაახლოებით 330 000-ჯერ აღემატება) მზის სისტემის მთლიანი მასის 99,86%-ს მოიცავს.[14]ქიმიურად, მზის მასის 3/4-ს წყალბადი შეადგენს, ხოლო დანარჩენი უმეტესად ჰელიუმია. დარჩენილი 1,69% (რომელიც დედამიწის მასას 5600-ჯერ აღემატება) მოიცავს მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადი,ნახშირბადი, ნეონი, რკინა და სხვა.[15]
მზე 4,568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა[16][17] დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონისგრავიტაციული კოლაფსით. მატერიის უმეტესობა ცენტრში მოგროვდა, ხოლო დანარჩენი გაბრტყელდა მბრუნავ დისკოდ, რომელიც შემდგომში მზის სისტემა გახდა. ცენტრალური მასა უფრო და უფრო ცხელი და მკვრივი გახდა, საბოლოოდ კი დაიწყო თერმობირთვული სინთეზი მის ბირთვში. მიჩნეულია, რომ თითქმის ყველავარსკვლავი ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნა. მზე სპექტრული კლასით არის G ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი (G2V) და მას არაფორმალურად ყვითელ ჯუჯად მოიხსენიებენ, რადგან მისი ხილული გამოსხივება სპექტრის ყვითელ-მწვანე პორციაშია ყველაზე ინტენსიური. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში იგი თეთრი ფერისაა, დედამიწის ზედაპირიდან ყვითელი ჩანს ატმოსფეროს მიერ ლურჯი სინათლის გაფანტვის გამო.[18] სპექტრული კლასის მიხედვით, G2 მიუთითებს ზედაპირის ტემპერატურას (დაახ. 5505°C) და V მიუთითებს, რომ მზე, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია და, აქედან გამომდინარე, ენერგიას წარმოქმნის წყალბადის ჰელიუმად სინთეზით. მზე თავის ბირთვში 620 მილიონი ტონა წყალბადის სინთეზს ახდენს წამში.[19][20]
ერთ დროს ასტრონომები მზეს პატარა და შედარებით შეუმჩნეველ ვარსკვლავად აღიქვამდნენ, მაგრამ ახლა მიჩნეულია, რომ იგი ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავების 85%-ზე კაშკაშაა, რომელთა უმეტესობაწითელი ჯუჯებია.[21][22] მზის აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე +4,83-ია. თუმცა, რადგანაც მზედედამიწასთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავია, ის ნებისმიერ ობიექტზე კაშკაშაა ცაზე, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -26,74-ია.[23][24] ეს არის დაახლოებით 13 მილიარდჯერ კაშკაშა, ვიდრე მეორე უფრო კაშაკშა ობიექტი სირიუსი, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -1,46-ია. მზის გავარვარებული გვირგვინი უწყვეტად ფართოვდება და ქმნის მზიურ ქარს — დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელიც ფართოვდება ჰელიოპაუზამდე, 100 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. ჰელიოსფერო (ბურთულის მსგავსი სტრუქტურა), რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში მზიურმა ქარმა წარმოქმნა, არის უდიდესი უწყვეტი სტრუქტურა მზის სისტემაში.[25][26]
მერკური — მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა. ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე ექსცენტრიულია მთელ რვა პლანეტას შორის. მისი ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება (დედამიწის დღე). როდესაც ორჯერ დაასრულებს ორბიტალურ პერიოდს, მერკური ღერძის გარშემო ორჯერ შემობრუნდება. პლანეტას რომაული ღმერთის - მერკურისსახელწოდება აქვს. მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო.
მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15 °C და დღისით 426.85 °C. მერკურის ღერძი ყველა პლანეტის ღერძზე დახრილია, მაგრამ მისი ორბიტალური ექსცენტრისიტეტი უდიდესია. პლანეტაზე სეზონის ცვალებადობა უფრო დამოკიდებულია მისი მზიდან დაშორებაზე, ვიდრე პლანეტის ღერძის დახრილობაზე, რომელიც დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე სეზონის ცვალებადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. როდესაც მერკური პერიჰელიუმში იმყოფება, ის მზისგან 2-ჯერ მეტ სითბოს იღებს, ვიდრეაფელიუმში ყოფნისას. რადგანაც პლანეტის სეზონები დამოკიდებულია ორბიტალურ ექსცენტისიტეტზე და არა ღერძული დახრილობაზე, სეზონები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არც ერთ ნახევარსფეროზე, ანუ პლანეტის ყველა წერტილში ერთი სეზონია.
მერკური და ვენერა დედამიწის ცაზე შესაძლებელია გამოჩნდნენ, როგორც დილის, ასევ საღამოს ვარსკვლავი (რადგან ისინი უფრო ახლოს არიან მზესთან, ვიდრე დედამიწა), თუმცა, ცაზე მერკურის მზესთან მიახლოება მის დანახვას უფრო რთულს ხდის, ვიდრე ვენერასია.
ვენერა (ძვ. ქართული სახელწოდება ასპიროზი[5], მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) — მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.
ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტესალტერნატიული სახელი.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.
ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი - კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით.
დედამიწა — მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებსშორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი[4]) — მეოთხე პლანეტა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.
პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.
მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.
პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.
იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან, ვიდრე მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით, იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედე.
იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.
სატურნი (ძვ. ქართული სახელწოდება კრონოსი ან ზუალი[7]) — სიშორით მეექვსე პლანეტაამზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ ზე ( 10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ ( 9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ ( 9.58201720 ა. ე. ). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრი 120 540 კმ, პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
ნეპტუნი — სიშორით მერვე პლანეტა მზიდან და ყველაზე შორეული გაზის გიგანტი ჩვენს მზის სისტემაში. ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C ( 55°K ). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77°K ). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K).
ნეპტუნის ატმოსფერო შედგება 90% წყალბადისგან, 19% ჰელიუმისგან და 1% სხვა აირებისგან. მისი ეკვატორული დიამეტრი 49 500 კმ -ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 48 700 კმ. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 5430 მ/წმ , ხოლო მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 164 წელს 9 თვეს და 15 დღეს ანდომებს. თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 16 სთ 6 წთ 36 წმ. აფელიუმში მანძილი 4 553 946 490 კმ -ს ( 30.44125206 ა.ე.) უდრის, პერიფელიუმში 4 452 940 833 კმ -ს ( 29.76607095 ა.ე.). საშუალო მანძილი 4 503 443 661 კმ -ია (30.10366151 ა.ე.).
ურანი — მზიდან მეშვიდე პლანეტა დაშორების მიხედვით. ის რადიუსით მესამე, ხოლო მასითმეოთხეა მზის სისტემაში. ურანის შედგენილობა ნეპტუნისას ჰგავს, ხოლო ეს ორი პლანეტა გაზური გიგანტებისგან, იუპიტერისა და სატურნისგან განსხვავებულია, ამიტომაც ასტრონომები ურანს და ნეპტუნს განცალკევებულ კატეგორიაში - „ყინულის გიგანტებში“ - მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ურანის ატმოსფერო წყალბადისა და ჰელიუმის ძირითადი შედგენილობით სატურნსა და იუპიტერს წააგავს, ის შეიცავს უფრო მეტ „ყინულს“, როგორებიცაა ამიაკი და მეთანი, სხვა ჰიდროკარბონებთან ერთად.[6] მისი ატმოსფერო ყველაზე ცივია მზის სისტემაში ტემპერატურით−224,2 °C. ურანის ატმოსფეროს რთულ ფენებიანი ღრუბლის სტრუქტურა აქვს და მეცნიერთა ვარაუდით, მეცნიერთა ვარაუდით, მის ძირეულ ღრუბლებში წყალია, ხოლო ყველაზე მაღალ ღრუბლებში - მეთანი.[6] ამის საპირისპიროდ, ურანის შიდა ნაწილები ძირითადად გაჯერებულია ყინულითა და ქვით.[7]
ურანი ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელიც ბერძნული მითოლოოგიდან მოდის და არარომაულიდან, განსხვავებით სხვა პლანეტებისა. მას ცის ბერძნენი ღმერთის ლათინური ვერსიის, ურანის (Ouranos) სახელი ჰქვია. სხვა გიგანტი პლანეტების მსგავსად, ურანსაც აქვს რგოლების სისტემა, მაგნეტოსფერო და რამდენიმე თანამგზავრი. ურანისეულ სისტემას ამ პლანეტათა შორის უნიკალური კონფიგურაცია აქვს, რადგან მისი ბრუნვის ღერძი თითქმის „მხარზეა წამოწოლილი“. აქედან გამომდინარე, მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები იქ არის, სადაც სხვა პლანეტების ეკვატორები.[8] 1986 წელს „ვოიაჯერ 1-ის“ მიერ გადაღებულ სურათებზე ხილულ სინათლეში ურანი თითქმის ნიშან-თვისებების გარეშე გამოჩნდა - ღრუბლების ჯგუფებისა და შტორმების გარეშე, რომლებიც სხვა გიგანტ პლანეტებთან ასოცირდება.[8] დამკვირვებლებმა დედამიწიდან შენიშნეს სეზონური ცვლილების ნიშნები და ამინდის გაზრდილი აქტიურობა, როდესაც ურანმაბუნიაობას მიაღწია. ურანზე ქარები 250 მ/წმ სიჩქარით ქრის.[9]
პლუტონი (Pluto) — მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა. 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა. პლუტონის ზედაპირის ფართობია 1,6697·107 კმ².[1][2]
პლანეტას ექსცენტრიული ორბიტა აქვს (ექსცენტრისიტეტი–0.24880766), რომელიც სხვა პლანეტათა გავლენის ქვეშ ექცევა და ამგვარად ის პერიოდულად ნეპტუნის ორბიტის შიგნით ხვდება. ის პლანეტათაგან უმცირესი და ზოგიერთ თანამგზავრზე მცირეცაა. მას თან ახლავს მეორე ჯუჯა პლანეტა - ქარონი ( დიამეტრი 1205 კმ)რომელიც მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის, მას ეს სტატუსი ჩამოერთვა. მისი ასტრონომიული სიმბოლოა ლათ. P-L მონოგრამა, ♇. ეს წარმოადგენს თავად პლუტონის სახელის პირველ ორ ასოსა და "პერსივალ ლოუელის" ინიციალებს. ლოუელი ინტენსიურად ეძებდა მეცხრე პლანეტას და შედეგად თავად ობსერვატორიასაც, საიდანაც პლუტონი აღმოაჩინეს, მისი სახელი დაერქვა.
მთვარე — დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.
მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა“ ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს ირეკლავს.
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969).